ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სამართლიან, მდგრად განვითარებაზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმზე გააკეთა.
„საქართველო მცირე, მაგრამ დინამიური ქვეყანაა. სტრატეგიულ გზაჯვარედინზეა განლაგებული. ის ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ შეუქცევადია. მოხარული ვარ, რომ სლოვაკეთის მხარდაჭერა ურყევია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საექსპორტო მიმართულების დივერსიფიკაცია.
სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირთან არსებული სავაჭრო ხელშეკრულება დაასახელა, ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე და იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმები, საგადასახადო რეფორმა, სტარტაპების დაფინანსება და ფრონტ ოფისის ჩამოყალიბება დაასახელა.
ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამაც.
როგორც ანდრეი კისკამ აღნიშნა, სლოვაკეთი და საქართველო არის დაახლოებით ერთი ზომის ქვეყნები, ვინაიდან სლოვაკეთში ცხოვრობს 5 მილიონზე მეტი ადამიანი.
მისივე თქმით, სლოვაკეთით ბევრი ინვესტორია დაინტერესებული და როდესაც ის ინვესტორებს ეკითხება, თუ რა მოსწონთ სლოვაკეთში, ისინი აცხადებენ, რომ სლოვაკეთს გააჩნია ბრწყინვალე ხარისხი, რითაც ანდრეი კისკას თქმით, ის ამაყობს.
ანდრეი კისკამ ისაუბრა ასევე უმუშევრობის მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ სლოვაკეთში აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი 15 %-ს შეადგენდა, რაც 9%-მდე დაიყვანეს.
საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმიც გაფორმდა.
გარდა ამისა, დღევანდელ ბიზნესფორუმზე მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის, გაიმართება პრეზენტაციები შემდეგი საკითხების შესახებ: ”საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესშესაძლებლობები საქართველოში”, ”გაიცანი და დაიწყე ბიზნესის კეთება სლოვაკეთთან ერთად” და ”ინვესტიციის შესაძლებლობა ენერგეტიკის სექტორში”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.