ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატები მოსამართლე ბუგიანიშვილს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
30-05-2016, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, ბუგიანიშვილს 14-დღიანი ვადა ჰქონდა მხარეებისთვის განაჩენისა და შესაბამისად საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების გადასაცემად, თუმცა ვადის გასვლის მიუხედავად, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატებს განაჩენი ჯერ არ მიუღიათ.

 

სამუშიას ინფორმაციით, მოსამართლეს განაჩენის მათთვის გადასაცემად განსაზღვრული ვადა დღეს, 09:30 საათზე ამოეწურა.

 

"განაჩენის ჩაბარების ბოლო ვადა იყო 30 მაისის 09:30 საათი. გამოვცხადდით სასამართლოში და მივმართე ბუგიანიშვილს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად ჩვენთვის განაჩენი გადმოეცა. ამის შემდეგ დამიკავშირდა მისი თანაშემწე და მითხრა, რომ რადგან საქმე საიდუმლოებას შეიცავდა, განაჩენის გადმოცემის საკითხი გამერკვია სასამართლოს საიდუმლო კანცელარიასთან. ასეც მოვიქეცი, თუმცა იქ განმიცხადეს, რომ მათთვის განაჩენი არავის გადაუცია ანუ მოსამართლე ბუგიანიშვილი არღვევს კანონს, გვზღუდავს მხარეებს”, - განაცხადა სამუშიამ.

 

 

მისივე შეფასებით, განაჩენის დასაბუთება ”უბრალოდ წარმოუდგენელია”.

 

”კიდევ ერთი კვირა და ერთი წელიც რომ ჰქონდეს ვადა, ამ განაჩენს ვერანაირი იურისტი ვერ დაასაბუთებს”, - აღნიშნა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი