ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. ლეიბორისტების ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის წერილი არის სიცრუის მორიგი პასკვილი ხალხის ხელახლა მოსატყუებლად.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწაზე, რომელსაც კრიმინალური წესით მართავს ფარული ლიდერი და რომელმაც ეს სტატუსი მიიღო ხალხის ისტორიაში ჯერ არნახული მოტყუებით. ნაცვლად იმისა, რომ ეს ოლიგარქ-მილიარდერი გამოძიებას აძლევდეს ჩვენებას ჩადენილ უმძიმეს დანაშაულობებზე, ჰყოფნის თავხედობა და აქვეყნებს სიცრუის მორიგ პასკვილს ხალხის ხელახლა მოსატყუებლად.
ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის სამშობლოს ყიდვა-გაყიდვასაც. ვაცნობებთ ყველას, ჩვენ შეგვაქვს აპელაცია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ჰააგის ტრიბუნალი) ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მის მიერ სახელმწიფოს კრიმინალურ-ფარული გზით მართვის, ეროვნული სიმდიდრის დატაცების, კორუფციისა და ნეპოტიზმის აყვავების, ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, კულტურის ძეგლთა ანგარებით განადგურების, მასმედიის დევნა-მიტაცების, (მათ შორის “რუსთავი 2″-ის) მრავალრიცხოვან ფაქტებზე.
ვპირდებით, ის უსასტიკესად აგებს პასუხს ჩადენილ ქმედებებზე”- აცხადებს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.