ღმერთმა დაიფაროს ბიძინა ივანიშვილი და თითოეული ჩვენგანი - რომ წახვალ და მერე რომ ვეღარ მოხვალ, პოლიტიკიდან არავინ არასდროს მიდის სრულად ხოლმე, როგორც წესი, - აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილთან დაკავშირებით გააკეთა.
„ფაქტია, რომ ადამიანებს ყოველთვის უნდათ გაცილებით მეტი, ვიდრე ამის გაკეთება კონკრეტულ ხელისუფლებას შეუძლია და ვიდრე საერთოდ თეორიულადაც შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის იქნება ერთი შეხედვით განსხვავებულობა... ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ყველაზე წარმატებული ხელისუფლებითაც კი მასა კმაყოფილია. ჩემზე კარგად ძნელად თუ ვინმე დაინახავს, რამდენი საქმეა გასაკეთებელი“. თუმცა ”ამ ბევრს” როცა აფასებ, უფრო მეტი გეჩვენება გასაკეთებელი, ვიდრე გაკეთებული. ეს წინააღმდეგობა არ არის. ეს არის ერთი მხრიდან პოლიტიკოსის სწორი და ობიექტური შეფასება. მეორე მხრიდან ადამიანის გაცილებით უფრო საფუძვლიანი, მაგრამ გრძელვადიანი მოთხოვნილება, რომელიც სჭირდება, რომ დღესვე დაუკმაყოფილდეს“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, რა მანდატით შეიძლება გავიდეს ყოფილი პრემიერი ხალხში და რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ყველა არჩევნების წინ, მთელი მსოფლიოს სახელმწიფოების ხელისუფლება ანალოგიურად იქცევა.
"ის, რომ პოლიტიკიდან გადგა, რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით, ინსინუაციები ისევ რჩება, მართლა გადგა. მე მივესალმები თუ დაბრუნდება. თუმცა როცა საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის როგორ ჯობია, ბატონმა ბიძინამ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო ქვეყნისა და ერისთვის მიუღებელი ძალა და მერე მოგვცა შესაძლებლობა, თვითონ მიგვეხედა ამ ქვეყნისთვის. მე ვთვლი, რომ მაინცდამაინც კმაყოფილი ვერც ის იქნება და ვერც მე. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების უფრო წარმატებულად ჩატარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბატონი ბიძინას დაბრუნება. არის ამ მიმართულებით რაღაც პრობლემა. მე როგორც ნოდარ ჯავახიშვილი, ადამიანი, რომელიც რომ არ გაემარჯვა „ქართულ ოცნებას“, ვერც კი წარმომიდგენია სად ვიქნებოდი, მივესალმები, თუ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდება. თუმცა მე მირჩევნია, რომ ახალგაზრდობამ ბატონ ბიძინაზე და ბევრ სხვაზე უკეთესად წარმართოს ეს ქვეყანა, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ცოტა კიდევ სჭირდება დრო... ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესში ჩართვა, გარწმუნებთ, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ მოპოვებულ ხმათა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.