საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის; 2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; 3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში. ამ კონტექსტში საუბარი ხურჩაში ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხსაც შეეხება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. მას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ესწრებიან, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.