რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ყველაფერი, რაც ლარს ემართებოდა და ეროვნულ ბანკში ხდებოდა, იყო ბატონი ქადაგიძის „დამსახურება“.
„მე არ დამიმალავს არასდროს და ზოგადად ხელისუფლება უფრო დიპლომატიური უნდა იყოს, ვიდრე კონკრეტულად მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მაგრამ ყველაფერი, რაც ლარს ემართებოდა და ეროვნულ ბანკში ხდებოდა, იყო ბატონი ქადაგიძის „დამსახურება“. საბედნიეროდ ამას ციფრებიც ადასტურებენ და დღეს ლარის პოზიციაც. ასევე მხოლოდ გაციება შეიძლება არ იყოს მიზეზი ავადმყოფობის. მე არ ვამბობ, რომ ერთადერთი ქადაგიძის პიროვნება იყო და ობიექტური არაფერი არსებობდა, მაგრამ ის რაც ლარს დაემართა, ობიექტური ძალიან ცოტა იყო და სუბიექტური გაცილებით მეტი“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.