ანდრეი კისკა: მომავალი საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელშიც არ უნდა ჩაიჭრათ
30-05-2016, 06:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელშიც არ უნდა ჩაიჭრათ, - აღნიშნული განცხადება სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა.

 

 

"სლოვაკი ხალხისთვის სრულიად ნათელი იყო მიზანი - გავმხდარიყავით ევეოკავშირის და ნატო-ს წევრი. ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდას, ჩვენც გვინდოდა ეს გზა რაც შეიძლება სწრაფად გაგვევლო. ზოგიერთ ჩვენგანს ეგონა, რომ ამას 3-4 წელი დასჭირდებოდა, სხვებს 4 წელიც ძალიან დიდ დროდ ეჩვენებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არც 4 იყო და არც 8 - 12 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ვისწავლეთ, რომ არაპოპულარულია, მაგრამ საჭიროა რეფორმების გატარება სტანდარტების ასამაღლებლად. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია არდანებება; რომ პოლიტიკოსი არ ეძიებდეს იაფფასიან პოპულისტურ გადაწყვეტილებას. შედეგად, დღეისთვით ჩვენი ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირის ბაზრიდან არის ისეთი მაღალი, როგორც არასდროს. ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამ მოგვიტანა უსაფრთხოება და სტაბილურობა",- განაცხადა კისკამ.

 

 

სლოვაკეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომელიც საქართველოში არსებობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ანდრეი კისკამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ვიზა-ლიბერალიზაციისთვის.

 

 

"არ არსებობს მიზეზი ყოყმანისა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ქართველებმა ეს სრულად დაიმსახურეს. ეს ასევე არის პასუხი მათთვის, ვისაც აქვს კითხვები და ცდილობს, არჩეული გზიდან გადაგახვევინონ. მაგრამ ნუ მიეცემით ნაადრევ კმაყოფილებას. თქვენ ძალიან გრძელი გზის დასაწყისში ხართ, რომელიც არ იქნება ადვილი. თქვენ არაერთი რამის დამტკიცება მოგიწევთ და მომავალი საპარლამენტო არჩევნები მორიგი ტესტია, რომელიც არ უნდა ჩააგდოთ", - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი