ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესებში ჩართვა, როგორც თავად ექს-პრემიერის, ასევე „ქართული ოცნების“ სურვილი იყო.
„ყველა ციფრი, რაც ვნახეთ წერილში იმ რეალობას ასახავს, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი მთავრობა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტად და დაჩქარებულად მოვახერხოთ ქვეყნის განვითარება. ამისთვის ჩვენ არაერთი ინსტრუმენტი დავნერგეთ ქვეყანაში და დავნერგავთ კიდევ, რათა ქონება და დამატებითი ღირებულება, რაც ქვეყანაში შეიქმნება, რაც შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს ჩვენს მოსახლეობაზე, იყოს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, ეკონომიკის განვითარების შედეგებით ისარგებლოს მთელმა მოსახლეობამ და არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ჯგუფზე, რომელიც უზომოდ გამდიდრდება.
რაც შეეხება მის ჩართვას პროცესებში, ეს მისი სურვილიცაა და „ქართული ოცნებისაც“. შესაბამისად, თუ ის საარჩევნო პროცესში ჩაერთვება, მხოლოდ კარგი და სასარგებლო იქნება, როგორც საარჩევნო პროცესისთვის, ისე შედეგებისთვის. რამდენადაც მე ვხედავ, ბატონი ბიძინა შეეცდება იმას, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს მოსახლეობას გაუზიაროს, რაც, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს იმ განწყობებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.