გია ვოლსკი: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაზე მოამაგე, ამ მხრივ გამოცდილების მქონე ადამიანი ჩართული იყოს ქვეყნის შემდგომი მშენებლობის პროცესში
30-05-2016, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხშირ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ისე განიხილება, თითქოს იგი მოწყვეტილია ”ქართული ოცნებისგან”, უცნაურს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება ჩართული პროცესში, მით უმეტეს, რომ უამრავი ადამიანია ჩართული, რათა ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ამოყვინთოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილთან დაკავშირებით.

 

 

"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ფუნდამენტი ჩაუყარა და ჩამოაყალიბა ”ქართული ოცნება”. ვფიქრობ არა ”ქართული ოცნებისთვის”, პირადად ჩემთვის ან თქვენთვის, არამედ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაზე მოამაგე, ამ მხრივ გამოცდილების მქონე ადამიანი ჩართული იყოს ამ ქვეყნის შემდგომი მშენებლობის პროცესში”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 


მისივე თქმით, ივანიშვილის წერილი არის ძალიან მოკლე ანალიზი იმისა, თუ რა ხდებოდა, რასთან გვაქვს საქმე და რა ელის საქართველოს.

 


”რამდენიმე მთავარი მიმართულება იყო, პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ზუსტად არის შეფასებული უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” მიიღო. ეს არის უმუშევრობა, გაღატაკება და ვფიქრობ კარგია, მართებულია და სწორია აქცენტების გაკეთება სამომავლო პერსპექტივებზე, თუ საით მიდის ქვეყანა და იმ ინდიკატორებზე, მაჩვენებლებზე, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ გაკეთებული. ეს არის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. ასევე საყურადღებოა განსხვავებები სისტემას შორის, რომელიც არსებობდა და დღეს არსებობს”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

უმრავლესობის ლიდერი წერილის იმ მონაკვეთსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ”ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

 

 

”ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მთავარ აქცენტს აკეთებს რებრენდინგზე, განახლებაზე და შეფასებებზე. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ის სიმძიმე, რაც ძალიან ბევრი ოჯახის არსებობას დაეტყო იმ პერიოდში, იქნება სხვანაირად გაანალიზებული”, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი