"ბიძინა ივანიშვილი არქიტექტორია იმ ვითარების, რომელიც დღეს ქვეყანაშია, - აღნიშნული განცხადება დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ყოფილი პრემიერის ღია წერილის შეფასებისას გააკეთა.
”არჩევნებიდან თითქმის 4 წელი გავიდა. ახალი არჩევნები გვაქვს მომდგარი კარზე, რომელიც იქნება მართლაც საეტაპო ქვეყნისთვის და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი განვლილი გზის შეფასება გაკეთებულიყო და ჩამოყალიბებულიყო გარკვეული სამომავლო ხედვა იმ ადამიანისგან, რომელიც გადაუჭარბებლად ვიტყვი, არქიტექტორია იმ ვითარების, რომელიც დღეს ქვეყანაშია. რამდენიმე პრიორიტეტს გამოვყოფ. პირველი ეს არის ის მკაფიო გზავნილი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან იმეორებს ბატონი ბიძინა და ვიმეორებთ ჩვენ, ეს არის საქართველოს დასავლური - ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ინტეგრაციისთვის მზადყოფნა, ეს ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური კურსია და ამისგან არათუ გადახვევა არ იგეგმება, არამედ ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო დასავლური სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდეს”, - განაცხადა სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.