უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, პარლამენტს ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტის მოცულობის ოცეულით გაზრდის საკითხი წარუდგინოს, - ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
”უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის ოცეულით გაზრდის საკითხი. დღეს ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გვყავს და ლაპარაკია ოცეულზე", - განაცხადა იმერლიშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას გაიზიარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.