საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა რუსეთის მოქალაქე ა.პ., რომლის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 600 აბი ПАГЛЮФЕРАЛ-3 აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, 60 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL აღმოჩნდა „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში 27 მაისს შემოსული რუსეთის მოქალაქე გ.ს.-ის კუთვნილ ბარგშიც.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.