ქობულეთში, ჯავახიშვილის უბანი ახალ ტურისტულ სეზონს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, კეთილმოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.
ჯავახიშვილის ქუჩაზე ამ ეტაპისთვის ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის დეკორატიული ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 755 375 ლარია გამოყოფილი.
ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, გასულ წელს ქუჩის I, II, III შესახვევსა და რუსთაველის ქუჩის I შესახვევში გზის სავალ ნაწილზე სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები მოეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.