საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქის“ გახსნის ფარგლებში გაიმართება.
„ღვინის ქალაქის“ უდიდესი ნაწილი დაეთმობა მუზეუმს, რომელიც მუდმივ გამოფენასთან ერთად, წელიწადში ერთხელ უმასპინძლებს საზაფხულო გამოფენას - „მოწვეული ვენახი“, ასევე - სხვადასხვა დროებით გამოფენას, დეგუსტაციებს, ღვინოსთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კულტურულ ღონიძიებებს. ბორდოს “ღვინის ქალაქის“ გამოფენათა ციკლის - „მოწვეული ვენახი“ პირველი გამოფენა, სახელწოდებით„საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, 2017 წელს საქართველოს მიეძღვნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ბორდოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.