ნიკა გვარამია: ”რუსთავი 2”-ის შენობიდან არ გავალთ და ამ შენობაში დაგვიცავს ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი და ეს შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება იყოს
31-05-2016, 00:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა გაგრძელდება. ტელეკომპანიის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადოს.

 


რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამართლებრივად ბოლომდე ბრძოლას აპირებს და ამბობს, რომ მოსამართლეებს არ მისცემს საშუალებას უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანონ. ტელეკომპანიისთვის არასასურველი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში კი გვარამია შენობიდან გასვლას არ აპირებს და საზოგადოების მხრიდან თანადგომას ელოდება.

 


„სასამართლო ხელისუფლება დღეს, სააპელაციო სასამართლოს სახით არის, მთლიანად ივანიშვილის გავლენის ქვეშ. გადაწყვეტილება დაწერილია ქალბატონი წულუკიანის დავალებით, დაწერილია იუსტიციის სამინისტროში, ვიცით მისი დეტალები. იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ რუსთავი 2-ის ჩახშობით, ჩვენ ამ შენობიდან არ გავალთ და ამ შენობაში დაგვიცავს ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი და ეს შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება იყოს. საფლავის კარამდე ვდევ ყველა მათგანს, ისევე როგორც მოსამართლე ურთმელიძეს, ისევე როგორც მინისტრ წულუკიანს, ასევე სამივე ამ მოსამართლეს, საფლავის კარამდე ჩავყვები აუცილებლად და მათი პასუხისმგებლობის ზომას აუცილებლად დავაყენებ. თქვენ დაამთავრებთ თქვენს კარიერას ციხეში, თუ ასე აპირებთ გაგრძელებას იმ პროცესების და მართლმსაჯულების მაგივრად ხელში შეგვაჩეჩებთ სატყუარას. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ თქვენ თქვენი დავალება ვერ შეასრულოთ და დღეს თქვენი დავალების გამცემისგან მოგხვდეთ და ხვალ ლეგიტიმური ხელისუფლებისგან, ოღონდ გაცილებით უფრო მწარედ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი