რევაზ ბენიძე: ჩემს ოცნებას წარმოადგენს, უზრუნველვყო ცაგერის ცენტრი და 11-მდე სოფელი მაღალი ხარისხის სასმელი წყლით
31-05-2016, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით, ბოლო 2 წელიწადში ცაგერის მუნიციპალიტეტში იმდენი რამ გაკეთდა, რაც არ გაკეთებულა ათეული წლების განმავლობაში, აღნიშნული განცხადება guardian.ge- სთან ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, 2016 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ქ.ცაგერის სპორტული დარბაზის მშენებლობა გახლავთ, რომლის ღირებულებაც 2,8 მილიონ ლარს შეადგენს და რომლის მშენებლობაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

 


გარდა აღნიშნული პროექტისა, დაგეგმილია სოფელ ქვედა ცაგერში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, სოფელ ალპანაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა, ცაგერის მუნიციპალიტეტში მდინარე ლაჯანურზე ტიბიშურის ტერიტორიაზე გასასვლელი ხიდის მშენებლობა. გამგებლის ინფორმაციით, 2016 წელს გამოცხადებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერების ჩავარდნას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად თითოეულ ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები.

 


რევაზ ბენიძის განცხადებით, მსხვილი პროექტების პარალელურად, ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 420 434 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება.

 


გამგებლის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით 95 პროექტი განხორციელდება, მათ შორის წყალსადენის რეაბილიტაცია (34, 466 ლარი), გარე განათების სამუშაოები (69, 894 ლარი), გზის და ხიდების აღდგენის სამუშაოები (21, 076 ლარი), წყალსადენის მილების შეძენა (6 000 ლარი), სასაფლაოს შემოღობვა (18 000 ლარი), სპორტული დარბაზების მოწყობა-აღჭურვა (71 600 ლარი), მოტობლოკების შესყიდვა (30 066 ლარი), სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები (25 566 ლარი).

 


"ამჟამად ჩემს ოცნებას წარმოადგენს, უზრუნველვყო მუნიციპალიტეტის ცენტრი და 11-მდე სოფელი მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, რომელიც თვითდინებაზე იქნება მოწყობილი და გარკვეულ ეკონომიკურ ეფექტსაც მოგვცემს. მართალია, პროექტი საკმაოდ თანხატევადია (3,5 მილიონი ლარი), მაგრამ უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, ასევე გადაწყვეტის პროცესშია „მწვანე თეატრის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ორბელის უღელტეხილის განათების პროექტები და სხვა. ვფიქრობ, როდესაც ჩემი უფლებამოსილება ამოიწურება, მე შემეძლება თითოეულ ჩემს ამომრჩეველს გავუსწორო თვალი,“ განაცხადა რევაზ ბენიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი