განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
31-05-2016, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე უკრაინის მოქალაქე ვიტალი კოსტუჩენკო და საქართველოს მოქალაქეები, ელხან მუსტაფაევი და აკიფ ხალილოვი დააკავა.

 


”საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელიც აერთიანებს უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს. ბრალდებულები დაკავებული იქნენ ყალბი აქციზური მარკების 185 000 ლარად რეალიზაციის დროს.

 


ზემოაღნიშნული ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში გაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 550 000 ლარის ოდენობის ზიანი.

 


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და 4-ე ნაწილის „ა“ პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი