პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.
შსს–ს ცნობით, 31 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.
გზის გადაკეტვის დროს ავტომანქანები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით - კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ ჯავახეთის ქუჩით, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით.
”2 ივნისს, ღონისძიების დღეს, დილის 09:00 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“. 10:00 საათიდან კი - ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე.
ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.