თბილისის სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"–ის საქმის განხილვა იწყება. შენობის გარეთ შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სასამართლოში იმყოფებიან ასევე რუსთავი 2-ის ჟურნალისტები.
არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ სასამართლოს არა მარტო გადაწყვეტილება აქვს წინასწარ დაწერილი, არამედ მას კონკრეტული ვადებიც დაუწესეს უკვე, თუ როდის უნდა გამოაცხადოს ეს გადაწყვეტილება.
"გუშინ სააპელაციო სასამართლომ თავისი რეალური სახე აჩვენა. კოლეგიის თავმჯდომარემ არა მხოლოდ მხარეებს, არამედ საკუთარი კოლეგიის წევრებსაც კი არ შეუთანხმა მომავალი პროცესის ჩანიშვნის შესახებ სა ისე დატოვა დარბაზი. პრაქტიკულად, დაცვის მხარეს 24 საათიანი ვადაც კი არ მიეცა იმისთვის, რომ პროცესისთვის მომზადებულიყო. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოს არა მარტო გადაწყვეტილება აქვს წინასწარ დაწერილი, რომელიც უნდა წაიკითხოს, არამედ მას კონკრეტული ვადებიც დაუწესეს უკვე თუ როდის უნდა გამოაცხადოს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მიდის ეს პროცესი განსაკუთრებულ ფორსმაჟორულ რეჟიმში, ფორსირებულია მთლიანად პროცესი და მიუხედევად იმისა, რომ ჯერ კიდევ გარკვეული პროცესუალური საკითხებია გასავლელი, მე არ გამოვრიცხავ, რომ უკვე გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს, ვინაიდან უკვე სრულიად ქაოტურ რეჟიმში გადავიდა კოლეგიის მუშაობა,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.