უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან დღეს, უმაღლესი რადას საღამოს სხდომაზე განაცხადა.
"თანამდებობას ვტოვებ იმის გამო, რომ რადაში კოალიცია დაიშალა და სამთავრობო კანონპროექტების ბლოკირება ხდება", - განმარტა იაცენიუკმა.
თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრს მოქმედების ორი ვარიანტი აქვს. პირველი, მისი თქმით, ახალი კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებაა. "ეს ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა კოალიციაში კომუნისტებიც უნდა შეიყვანოს და რეგიონალებიც. ამას კი არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ", - განაცხადა იაცენიუკმა. მეორე ვარიანტი, მისივე თქმით, პრემიერისა და მთავრობის გადადგომის გამოცხადებაა.
დღეს, უკრაინის საპარლამენტო ფრაქციებმა "უდარმა" და "სვობოდამ" საპარლამენტო კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადეს. დღეიდან 30 დღის განმავლობაში თუ ახალი კოალიცია არ შეიქმნება, უმაღლესი რადას ვადამდელი არჩევნები სამი თვის ვადაში - 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.