ბიძინა ივანიშვილის ჩართვას საარჩევნო პროცესში ჩვენ ყველა მივესალმებით, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
„მე ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის, ხალხის წინაშე. როგორც მან 30 მაისის წერილში აღნიშნა, ყველა რესურსს გამოიყენებს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარებისთვის. ამის დამადასტურებელი ფაქტებია ის მნიშვნელოვანი, მასშტაბური, საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ხორციელდება მისი დახმარებით. ეს დამატებითი სტიმულია ინვესტორებისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურული პროექტი – რვა სასტუმროს მშენებლობა.
„ამ შემთხვევაში ინვესტორს უჩნდება უფრო მეტი ინტერესი, რომ საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. საქართველოში ჩადებული თითოეული ცენტი არის მაქსიმალურად დაცული და ამის გარანტი არის მთავრობა. საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის წლები, როდესაც ბიზნესს ატერორებდა ხელისუფლება," განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.