დიმიტრი ქუმსიშვილი: ძალიან კარგი შედეგი გვაქვს - 4,3%-იანი ზრდა აპრილის თვეში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ წლიური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი გვექნება
31-05-2016, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა, - განაცხადა დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


ქუმსიშვილის თქმით, ლიდერ სექტორებს შორის არიან: სამშენებლო მასალების წარმოება (25%), სასტუმროების და რესტორნების სექტორი (20%), მშენებლობა (15%) და საკვები პროდუქტების და სასმელების წარმოება (10%).

 


“ძირითადი მიზეზები ეკონომიკური ზრდის ის არის, რომ ბიზნესის განწყობებში ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა და შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახულია კონკრეტულ ციფრებში“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

 


რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, აპრილის თვეში მან 3,2% შეადგინა, რაც, ასევე, დადებითი ტენდენციაა. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ასევე, კარგია 12%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი, თუმცა მეთოდოლოგიაზე შეიძლება, ვიდავოთ.

 


„რაც შეეხება სავალუტო კურსს, მარტის თვიდან 15%-ით არის გამყარებული. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები: სავაჭრო ბალანსს თუ ვნახავთ და შევადარებთ, ვნახავთ, რომ 200 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვიდა ეროვნულ ვალუტაზე, ანუ სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 1 426 მილიონი აშშ დოლარი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 


მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, 92 მილიონი დამატებითი შემოსავალი ტურიზმის სექტორზე მოდის. „საბოოლოოდ ყველა ეს მაჩვენებელი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს - 4,3%-იანი ზრდა აპრილის თვეში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ წლიური ზრდა , სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი გვექნება“, - განაცახდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი