საქართველოს საელჩოებში საზღვარგარეთ კომერციული ატაშეები დაინიშნებიან. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე განსახილველად უახლოეს პერიოდში გავა.
„კომერციული ატაშეები დაინიშნებიან ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის დაქვემდებარების ქვეშ. ამ პროექტს შიდა პროცედურები გავლილი აქვს და უახლოეს მომავალში მთავრობაზე წარვადგენთ. სავარაუდოდ, ეკონომიკურ ატაშეებს ყველა ჩვენს საელჩოში ვერ დავნიშნავთ, არამედ მხოლოდ იმ მიმართულებით, სადაც ძალიან აქტიურია ჩვენი სავაჭრო ბრუნვა. თუმცა, თვითონ საელჩოები, რა თქმა უნდა, ჩართულები უნდა იყვნენ ეკონომიკაში. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერებისთვის და ბაზრების მოპოვებისთვის," განაცახდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.