ცოტა ხნის წინათ "რუსთავი 2" –ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს, სადაც ტელეკომპანიის საქმის განხილვა მიმდინარეობს. როგორც guardian.ge–ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმაც დატოვა.
"ურთმელიძეს თუ ვნახავდი კაბაში, ნამდვილად არ მეგონა" - განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, მოსამართლემ სხდომიდან მისი გამოძევების გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც მისივე კითხვებს პასუხი გასცა.
"გარანტიას ვაძლევ ქალბატონ ნაზღაიძეს, რომ როგორც ურთმელიძემ დაამთავრა, ეხლა ხომ აღარ არის მოსამართლე და ვეღარც იქნება, ისე აღარ იქნება თვითონაც ძალიან მალე და ვეღარც გახდება ვერასდროს. თუ ამითი შემოიფარგლა მისი პასუხისმგებლობა, ჩათვალოს, რომ ძალიან ბედნიერი უნდა იყოს. სასამართლოში ხდება ის, რაც სასამართლოში რ უნდა ხდებოდეს. სასამართლოში არ წარიმართება მართლმსაჯულება. ჩვენ მართლმსაჯუებას კი არ გვთავაზობენ, არამედ გვასამართლებენ ზონდერ მოსამართლეები. ეს კარგად არ დამთავრდება, ეს რუსთავი 2-ის ჩახშობითაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დამთავრდება. თუ უნდა რუსთავი 2-ის დახურვა ბიძინა ივანიშვილს, ჩათვალოს რომ თვითონ უფრო ადრე დაიხურება, ვიდრე რუსთავი 2", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ, რომელმაც პრეზიდენტს მიმართა.
"მინდა მივმართო პრეზიდენტს, პარლამენტის თავჯდომარესა და სახალხო დამცველს დააკვირდნენ მიმდინარე მივლენებს. ჩვენ მოვიგებთ პროცესს და დავამარცხებთ ივანიშვილის სასამართლოსაც", განაცხადა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.