მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობას პარლამენტის კომიტეტებში დღეიდან დაიწყებენ. სხდომები 10:00 საათიდან გაიმართება, რომელსაც მინისტრობის მომავალი კანდიდატები და მოქმედი მინისტრებიც დაესწრებიან.
როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში კომიტეტების გაერთიანებული სხდომები ჩატარდება, რომელსაც ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი დაესწრება. გაიმართება შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთანაც.
მინისტრებთან და მინისტრობის კანდიდატებთან ერთად სხდომებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.