მეჭიაური: ივანიშვილი ზედმეტად გავლენის ქვეშ არის მოქცეული ამერიკისგან და ამ ილუზიებით აპირებს ”ქართული ოცნება” გააგრძელოს საქმიანობა
31-05-2016, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმაჩნია, რომ [ბიძინა ივანიშვილი] ზედმეტად გავლენის ქვეშ არის მოქცეული დასავლეთის მხრიდან, კერძოდ, ამერიკისგან, - ასე აფასებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გუშინდელ წერილში გააჟღერა.

 


”მიმაჩნია, რომ ზედმეტად გავლენის ქვეშ არის მოქცეული დასავლეთის მხრიდან, კერძოდ, ამერიკისგან და ამ ილუზიებით აპირებს ”ქართული ოცნება” გააგრძელოს საქმიანობა. ეს ეხება ევროატლანტიკურ არჩევანს, რომლის იმედიც გვქონოდა, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო დაგვიმტკიცა და მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტს შეიძლება ჯეროდეს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება”, - განაცხადა მეჭიაურმა და დაამატა:

 


”მე კატეგორიულად ვერ ვეთანხმები იმ კურსის სისწორეში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აირჩია ”ქართულმა ოცნებამ”. მიუხედავად იმ წარუმატებული ნაბიჯებისა და არაადეკვატური გამოხმაურებებისა, ჩვენ მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატო-ს წევრი. ბიძინა ივანიშვილი თავისივე განცხადებაში ეწინააღმდეგება ამ რწმენას. ის ამბობს - უახლოეს ხანში ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება არ იგეგმებაო. ჩვენ ვალდებულებები შევასრულეთ, თუმცა ხან კოსოვოს მიგვაბეს, ხან უკრაინას, ხან თურქეთს და ამ დრომდე არ მომხდარა ვიზალიბერალიზაცია. ბიძინა ივანიშვილს ალბათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ შესრულებული ვალდებულებებისა, ევროკავშირში ჩვენი მიღების საკითხი არც თუ ისე ახლო მომავალშია დაგეგმილი. ამ ფონზე, როცა გაცილებით მეტი პრობლემები ჰქონდა ნატო-ში გაწევრიანებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან შედარებით, ნატო-სთან მიმართებაში უფრო ოპტიმისტურ განაცხადს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, მე ვერ ვნახე დასაბუთება, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებაში დამაეჭვებდა”, - განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი