საქართველოს პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შესახებ ცნობილი ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილის პრესკონფერენციაზე გახდა.
მარგველაშვილის თქმით, პარლამენტს გადაეგზავნება მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს.
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, 20 მაისს კი კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. ქვეყნის პირველ პირს პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა ჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.