საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პირველი პირები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტად მყოფ ანდრეი კისკას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიღმა მოყოლილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის პრეზიდენტს, იმისთვის რომ მობრძანდა აქ და თავისი თვალით ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რაც ხდება საქართველოს მიწაზე და რომელსაც ოკუპანტები ახორციელებენ. ისევე, როგორც დაინგრა სხვა კედლები ევროპაში, როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ბუნებრივია, ეს კედელიც დაინგრევა და მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, იქნებიან ისინი ეთნიკურად ქართველები თუ ოსები, დავეხმაროთ, გავუწოდოთ მეგობრობის ხელი და გადავუწყვიტოთ პრობლემები, რაც აქვთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.