ქობულეთში ტურისტული სეზონის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პარალელურად წესრიგდება ქალაქის ქუჩები, სკვერები, პარკები და სანაპირო ზოლი. აღნიშნულის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გამწვანების სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს დაზიანებული ფილების აღდგენა-რეაბილიტაცია, ასევე მრავალწლიანი ნარგავების შეთეთრება და მწვანე ზოლების გაცელვითი სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩაქვის პარკის ხიდს, ხოლო ცენტრალური პარკის ამფითეატრის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
გამგეობის ინიციატივით რამდენიმე დღეში ტურისტულ ზონაში მიმანიშნებლები დამონტაჟდება, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ და ცენტრალურ პარკში ინფო-ბოქსები განთავსდება, ხოლო ქალაქის ქუჩებში დეკორატიული სკულპტურები დაიდგმება.
ქობულეთის, როგორც საკურორტო ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ხოლო ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილია ინფო ტურები უცხოური ტურისტული სააგენტოების, ფოტოგრაფების, ბლოგერებისა და ჟურნალისტებისათვის. ასევე წლევანდელი ტურისტული სეზონისთვის დამზადდა საიმიჯო კლიპი და პრეზენტაციები, დაიბეჭდა ტურისტული ბუკლეტები ქობულეთის ეკლესია-მონასტერბისა და საინტერესო ადგილების შესახებ, ასევე დამზადდა „ქობულეთის გიდი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.