იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
როგორც guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ ღვანკითი-ტელეფა-რუფოთის რეაბილიტირებული გზა მოინახულეს. 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 417 262 ლარით დაფინანსდა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
მონიტორინგის ფარგლებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ზედა ალისუბნის ახლადაშენებული საბავშვო ბაღიც დაათვალიერეს. რეგიონული განვითარების ფონდიდან აღნიშნული ბაღის მშენებლობა 221 693 ლარით დაფინანსდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 55 ბავშვზეა გათვლილი და 19 ადგილობრივია დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.