ბათუმს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა სტუმრობს. პრეზიდენტსა და მის დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე ოფიციალური ღონისძიება. არჩილ ხაბაძე ანდრეი კისკას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უმასპინძლებს, შემდეგ კი სასტუმრო ”ჰილტონში” დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი გაიხსნება, სადაც სლოვაკეთიდან საგანგებოდ ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის ბიზნესგარემოსა და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება. ფორუმის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.
ბიზნეს ფორუმის შემდეგ ანდრეი კისკა, გიორგი მარგველაშვილი და არჩილ ხაბაძე მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს და დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას. დღის ბოლოს პრეზიდენტები ბათუმის ბულვარში გასეირნებას გეგმავენ.
ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.