გია ცაგარეიშვილი: პრემიერის განცხადება იმ თავქარიან წევრებს, რომელიც მას ბევრი ჰყავს პარტიაში, დაარწმუნებს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა იყოს დაძლეული
01-06-2016, 02:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე პრეზიდენტის მიერ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას ეხმიანება.

 

 

”ქართულმა ოცნებამ” მაინც ჯიუტად გაიტანა ეს კანონი და პრეზიდენტი სწორად მოიქცა, როდესაც მას ვეტო დაადო. კარგი იქნება, თუ ისინი ამ მიმართულებით მაინც მოეგებიან გონს და მიხვდებიან, რომ აბსოლუტურად დინების, ყველაფრის, ყველანაირი ლოგიკისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ მიდიან და რომ ეს ძალიან სერიოზულად დააზარალებს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის არამარტო ევროსაბჭოში, არამედ ევროკავშირთან მიმართებაშიც”, - განაცხადა გია ბარამიძემ.

 

 

”თავისუფალი დემოკრატები” კი იმედოვნებენ, რომ პრემიერის განცხადება, დაარწმუნებს ”ქართული ოცნების” ზოგიერთ ”თავქარიან” წევრს, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაიძლიოს.

 

 

”ველოდებოდით ამ ვეტოს და ეს ერთგვარი მოულოდნელად კონსტრუქციული დამოკიდებულება უმრავლესობის მხრიდან, ცოტა გასაკვირიც იყო. იმედს ვიტოვებ, რომ პრემიერის განცხადება იმ თავქარიან წევრებს, რომელიც მას ბევრი ჰყავს პარტიაში, დაარწმუნებს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა იყოს დაძლეული”, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი