ბიძინა ივანიშვილის წერილს "წარსულის წერილად" აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ "ამ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" სამყაროში ცხოვრება აღარ უნდა. საზოგადოება ახალ არჩევანს ეძებს." აღნიშნულის შესახებ ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.
ექსპერტი ივანიშვილისეულ ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ეს "მინიმუმ არითმეტიკული შეცდომაა."
"ვფიქრობ, ეკონომიკურმა ჯგუფმა მას ეკონომიკური ნაწილი ცოტა უხარისხოდ მოუმზადა... წერილში იგი ამბობს, რომ კეთილდღეობის დონე საქართველოში 6-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში. იქვე ამბობს, რომ 10-15 წელიწადში ჩვენ იმ დონეს მივაღწევთ. აქ ისმის კითხვა - იმ ზრდის ტემპებით, რაც საქართველოში გვაქვს და რისი პროგნოზიც კეთდება, 10-15 წელიწადში როგორ უნდა დავეწიოთ? ეს ხომ მიუღწეველი ამოცანაა?! ამას ათეულობით წელი დასჭირდება. ამას რომ მივაღწიოთ, ზრდის ტემპი ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს და მაშინ იმ წერილშივე უნდა ეთქვა, თუ როგორ აპირებს ტემპის ასე რადიკალურად გაზრდას. ანუ, ჩემი აზრით, აქ მინიმუმ არითმეტიკული შეცდომა იყო. ვფიქრობ, მას ეს არ გაუაზრებია. მიუტანეს რაღაც ციფრები, რაც წმინდა წყლის არითმეტიკული მანიპულაცია გამოვიდა და წერილში ახსნილი არაა. ასე რომ, იქ ბევრი ნიუანსია. მთავარი კი მაინც ისაა, რომ იგი წარსულის წერილია. ამ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" სამყაროში ცხოვრება აღარ უნდა. საზოგადოება ახალ არჩევანს ეძებს. ბიძინა ივანიშვილი ამ წერილით ცდილობს ორპოლუსიანობა არჩევნებამდე მაინც შეინარჩუნოს, რათა პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით არჩევანი "გაგვიადვილოს" და ახალი არჩევანის საშუალება არ მოგვცეს - ასეთი ძალდატანების შედეგად მოსული შემდეგი ხელისუფლება კი აუცილებლად რევოლუციური, ძალიან ცუდი მეთოდებით წავა," აცხადებს ხუხაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.