უჩა ნანუაშვილი - 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა კვლავ პრობლემად რჩება
01-06-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიში წარადგინა. სახალხო დამცველის თქმით, მთავარ პრობლემად კვლავ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა რჩება.

 

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პრევენციისთვის აუცილებელია ზომების გატარება, რათა ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენცია მოხდეს.ნანუაშვილის თქმით, ძალადობის კუთხით სახალხო დამცველის წინადადება, რომ გამკაცრებულიყო კანონმდებლობა და უკეთ ყოფილიყო დაცული ბავშვები ძალადობისგან, ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

 

„ჩვენი მოთხოვნა არის ბავშვთა ძალადობის კუთხით უფრო მეტად გამოიკვეთოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან ასეთი არაერთი ფაქტი ხდება და რეაგირება ბევრ შემთხვევაში ადეკვატური არ არის. ცალკე პრობლემაა, რომ ზოგადად არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია ბავშვთა ძალადობის საკითხებზე. ცალკე პრობლემა ეხება ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს, მათ მიმართაც რეალურად არ ტარდება ღონისძიებები, კონკრეტული ღონისძიებები და კონკრეტული პროგრამები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

სახალხო დამცველი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასევე სექსუალური ძალადობის პრობლემებს ასახელებს. ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა უკვე გასცა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული არ არის.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ პრობლემაა მაღალმთიან რეგიონებში განათლებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება მედიაში ბავშვთა პრობლემების გაშუქების საკითხს, ნანუაშვილის თქმით, გასულ წელს იყო რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდებოდა, როცა ეთიკური წესების დარღვევით ხდებოდა ბავშვთა პრობლემების გაშუქება, რასაც შემდეგ სავალალო შედეგები მოყვებოდა.

დღესვე პრეზენტაციის დასასრულს, სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი