პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, რომელიც დღეს 13:00 საათისთვის არის ჩანიშნული. განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშნვებს განიხილავენ.
„ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მივიღებთ და პრეზიდენტის ვეტოზე ამ კვირაშივე ვიმსჯელებთ. დიდი მოლოდინია, რომ ვეტო გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 20 მაისს გადაეგზავნა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.