თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდა ხელისუფლებაში, მაშინ ყველა ის თემა, რომელიც გვგონია, რომ მოხსნილია, მთელი თავისი სიმწვავით დადგება ქართული საზოგადოების წინაშე, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
მისივე განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესისხლხორცებული აქვს ძალადობრივი მეთოდები და იმ შემთხვევაში, თუ ის დაბრუნდა, საქართველო კვლავ დადგება იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც ახლა დღის წესრიგში არ დგას.
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოდის, ხომ არ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში დავით ბაქრაძე ან გიგი წერეთელი აპირებს მოსვლას, ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი.
რა ხდებოდა ადამიანებთან მიმართებაში, საპატიმროებთან, მოსმენებთან, ბიზნესთან მიმართებაში – ეს ყველა ჩვენგანმა კარგად ვნახეთ. სხვაგვარი მართვა მათ არ იციან და ისევ იგივეს გააგრძელებენ. როგორ უნდა მართოს სააკაშვილმა სხვანაირად, მას ხომ შესისხლხორცებული აქვს ეს ძალადობრივი მეთოდები.
თუ ეს ძალა დაბრუნდა ხელისუფლებაში, მაშინ ყველა ის თემა, რომელიც გვგონია, რომ მოხსნილია, მთელი თავისი სიმწვავით დადგება ქართული საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის წერილში სწორედ ამაზეა საუბარი, კერძოდ კი ის, რომ მობილიზებულები უნდა ვიყოთ, აქტიურად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაში უნდა იყოს საზოგადოებასთან“,- განაცხადა ძიძიგურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.