6 თვიდან 23 თვემდე სოციალურად დაუცველი 13 ათასამდე ბავშვი 15-კომპონენტიან ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს უფასოდ მიიღებს, - ეს განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
„ჩვენ სულ მალე, რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ექვსი თვიდან 23 თვემდე ბავშვებისთვის სპეციალური 15-კომპონენტიანი მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის, კვებითი დანამატების დარიგებას. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ამას მთავრობა, რა თქმა უნდა, უფასოდ დაარიგებს. ეს იქნება მთელი რიგი დაავადებების პრევენცია და ბავშვის სწორი განვითარების ხელშეწყობა. ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ორსულებში ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების დარიგება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვის სწორი განვითარებისთვის და დაავადებათა პრევენციისთვის. აღნიშნული პროდუქტი არ არის მაღალი საბაზრო ღირებულების, ამ ასაკობრივ ჭრილში 13 ათასი სოციალურად დაუცველი ბავშვია. უკლებლივ ყველა მათგანს 15-კომპონენტიანი ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატი უფასოდ დაურიგდება, დანარჩენებს კი აფთიაქებში შეძენა შეუძლიათ. საბაზრო ღირებულება შემოსავლის მქონე არც ერთ ოჯახს არ დააწვება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.