ომარ ნიშნიანიძე: ბიძინა ივანიშვილმა მითხრა ცოტა ხისტი იყავიო - ხისტი თუ ვიყავი, მოსახლეობის პოზიციას ვახმოვანებდი
01-06-2016, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ”ქართული ოცნების” დატოვება უჭირს. როგორც ნიშნიანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯერჯერობით მისთვის პარტიაში დარჩენაზე არც უარი უთქვამთ, არც თანხმობა და ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ელოდება.

 

 

”ჩემი შინაგანი გადაწყვეტილებაც იყო, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა და მე გავწევრიანდი, ვიბრძოლე. ყოველთვის ვამბობდი, რომ კოჰაბიტაცია არის ჩვენი ხარაკირი, უპიარობა არის ჩვენი ხარაკირი და ამის შედეგებიც გვაქვს. მე მიმძიმს ჩემი გუნდის დატოვება, მინდა აქ დავრჩე და არ დავუთმო ისეთ ადამიანებს, რომლებიც მაინც და მაინც ”ნაციონალური მოძრაობის” ქება-დიდებით არიან დაკავებულები.

 


მინდა დავრჩე, მაგრამ თუ მეტყვიან - არ არის აქ შენი ადგილი, პატარა ბიჭივით არ გავნაწყენდები და ჩემს ადგილს მოვძებნი. არც განათლება მაკლია, არც თავშეკავება. როდესაც ვიყავი ძალიან აქტიური და ხისტი, სხვათა შორის ბატონმა ბიძინამაც მითხრა, ცოტა ხისტი იყავიო, ხისტი თუ ვიყავი, ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას, მათ პოზიციას ვახმოვანებდი და არ მინდოდა ეს ელექტორატი დამეკარგა ”ქართული ოცნებისთვის”. ისინი ნაწამები, ნაცემი და ქონებაწართმეული ხალხია და ჩვენგან ითხოვდნენ, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი.

 

 

ეს იყო მათი მოთხოვნა და მე მათ აზრს ვახმოვანებდი. მე არ მეშლება, როგორ ვიყო დიპლომატიური, წყნარი და მშვიდი. თუ საჭირო იქნება, ტონსაც დავუწევ, მაგრამ უნდა მითხრან გუნდში, აი, ომარ, ცოტა შეანელე, მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა ასეა. მე ვიყავი აქტიური. მე არ ვარ მაჩანჩალა. ენების ცოდნაზე თუ არის ლაპარაკი, საყველპურო ინგლისური ვიცი, მაგრამ ვიცი სხვა ენები, რუსული, გერმანული. ჯერჯერობით, უარსაც ვერ მეუბნებიან და არც ჰოს. გულიც არ მომდის”, - განაცხადა ომარ ნიშნიაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი