მეც და ჩემი დელეგაციის ყველა წევრი კმაყოფილია საქართველოში ყოფნით, განსაკუთრებით იმით, რომ თქვენ არ წუწუნებთ, - აღნიშნული განცხადება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ ბათუმში საქართველო-სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე გააკეთა.
”ჩვენ გვეგონა, რომ სლოვაკეთში დიდებული მთები გვქონდა, მაგრამ როდესაც დღეს დილით ვერტმფრენით ბათუმისკენ მოვფრინავდი, ვნახეთ, რომ არ გვქონია არანაირი მთები თქვენთან შედარებით. გუშინ რამაც შემძრა, ვსაუბრობდი ერთ-ერთ უკრაინელ ქალბატონთან, რომელიც აქ ალბათ 7 წელია ცხოვრობს და ვკითხე, როგორ შეადარებდა უკრაინასა და საქართველოს. მან მითხრა, რომ აქ არ არის კორუფცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომლებიც იფიქრებენ საქართველოში ბიზნესის გაკეთებას.
სლოვაკეთი დაახლოებით იგივე ზომის ქვეყანაა რაც საქართველო. 15 წლის წინ ჩვენ დაახლოებით იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდით, როგორც დღეს თქვენ ხართ. მაშინ 300-400 დოლარამდე იყო ხელფასი, იყო უმუშევრობა ძალიან მაღალი დღევანდელ დღესთან შედარებით. დღეისთვის ჩვენი საშუალო ხელფასი 1000 დოლარს აჭარბებს, ხოლო უმუშევრობა 1 სულ მოსახლეზე 9%-დავწიეთ. პირდაპი შემიძლია ვთქვა, კარგ ფორმაში ვართ, როგორც ქვეყანა”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.
მისივე თქმით, საქართველოს და სლოვაკეთს ერთი და იგივე პრობლემა აქვს ბიზნესთან დაკავშირებით.
”ეს ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ მოვდივართ სოციალიზმიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყნებში დაანგრია ბევრი რამ, იმიტომ, რომ საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებდნენ უნივერსიტეტს, ფიქრობდნენ კარგ სამსახურზე და არა კარგი ბიზნესის დაწყებაზე. მაგრამ დღეისათვის დადგა დრო, რომ ამაზე იფიქრონ.
საქართველოსთან ფაქტობრივად 29%-ით გაიზარდა ჩვენი ბიზნესურთიერთობა, მაგრამ ეს არის მხოლოდ 36 მილიონი ევროს ფარგლებში, რაც არ არის საკმარისი.
მე ძალიან ვამაყობ, რომ დღეს ვიმყოფები თქვენს გვერდით, სწორედ ბიზნესის საწარმოებლად. როდესაც მე ვუსმენდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ტურისტული გაცვლის ციფრები მოვისმინე თურქეთთან და ა.შ. შემეშინდა, აბა სლოვაკები სადღა ჩამოვიდნენ თუ ესოდენ გადაჭედილია საქართველო ამდენი სტუმრით. ულამაზესი ქვეყანა გაქვთ ნადვილად. ჩვენ არ გვაქვს ზღვა, ხან ხორვატიაში მივდივართ, ხან თურქეთში, მაგრამ არ არის იქ სტაბილური სიტუაცია ხანდახან, თქვენ კიდეც ულამაზესი პლაჟები გაქვთ და უნდა ვიფიქროთ ტურიზმის განვითარებაზე ამ თვალსაზრისით”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.