მანანა კობახიძე ჟურნალისტებს: ყველგან შეთქმულების თეორიებს ეძებთ - არ ვიცი, თქვენ თუ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები
01-06-2016, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველგან შეთქმულების თეორიებს ეძებთ - არ ვიცი, თქვენ თუ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, - მიმართა ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ არასამთავრობო სექტორის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

 


”ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო დიალოგს მართავს და გარკვეულწილად აჯერებს პოზიციებს, ნორმალური, დემოკრატიული პროცესია. საბოლოო ჯამში, როგორი შენიშვნები წარმოადგინა პრეზიდენტმა, ეს არის მისი უფლებამოსილება, შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რაც არის წარმოდგენილი. შესაძლოა, ვენეციის კომისიის ჩანაწერი სიტყვასიტყვით არ იყოს გაზიარებული, მაგრამ 11 შენიშვნიდან 10 სრულად არის გაზიარებული, ერთი კი - ნაწილობრივ. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისია ცვლილებების მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის თანამშრომლობა შეფასდება როგორც დადებითი მხარე”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მთავრობას, პრეზიდენტს და უმრავლესობას შორის ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გარიგება შედგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი