არაერთხელ მსმენია არაერთი ადამიანის მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადება, რომელიც შემდეგ არ დადასტურდა, - აღნიშნული განცხადება ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ არმაზ ახვლედიანის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"ამ განცხადებებს თავად არ მიყვებიან ბოლომდე და ჰაერში ქრება ხოლმე ასეთი განცხადებები. ზოგჯერ შეიძლება ისინი პოლიტიკური თვალსაზრისითაც კეთდებოდეს. ყველაფერს სჭირდება დადასტურება, ფაქტები და მტკიცებულებები. ჰაერზე ყველამ შეიძლება ყველაფერი განაცხადოს“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.