თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავდაცვის სიტემის სრული დეპოლიტიზება მოხდა.
ალასანიამ ეს განცხადება საკომიტეტო მოსმენებზე გააკეთა, სადაც მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს საკუთარ ხედვებსა და პრიორიტეტებს აცნობენ.
,,2013-14 წლებში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ასევე, ჩვენი კოალიციის მთავარი დაკვეთა იყო, რომ თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემის სრული დეპოლიტიზაცია მოგვეხდინა. 2013 წელს სამხედრო მოსამსახურეთა 70%-მა რეგისტრაციის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არჩევნებში ხმა მისცა, 2014 წელს კი ასეთი სამხედროების მაჩვენებლმა 85%-ს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს საშუალება ჰქონდა, საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, რაც დიამეტრალურად განსხვავდება 2012 წლამდე არსებულ ვითარებისგან",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საკომიტეტო მოსმენები, პარალელურად, ორ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.