ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო
01-06-2016, 06:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, საკრებულოსა და სამშენებლო კომპანია ,,გიკო’’-ს წარმომადგენელთან ერთად ჩადო.

 


თბილისის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მათთვის თბილისის მერია 10 ახალი ბაღის მშენებლობას იწყებს.

 


„ათივე ბაღის მშენებლობა დაიწყება ზაფხულში და მომდევნო წლისთვის დასრულდება. ამაზე კარგ საჩუქარს ჩვენ ბავშვებს ვერ გავუკეთებდით. ქალაქში, საბავშვო ბაღებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, ბაღების მშენებლობა არის ნომერ პირველი ჩვენი ამოცანა და მას ღირსეულად ვასრულებთ. სულ უფრო მეტ ბავშვს გავუჩენთ იმ სივრცეს, რაც მათ ნორმალური აღზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


ვაშლიჯვრის ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წლის პირველ ნახევარში შევა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის 2 194 868 ლარია გათვალისწინებული.
საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში ჩართვას, დამატებით, 350-მდე ბავშვი შეძლებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი