ხმელთაშუა ზღვაში სავარაუდოდ, EgyptAir-ის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთიდან მომავალი სიგნალი დააფიქსირეს
01-06-2016, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხმელთაშუა ზღაში მაშველებმა სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა, 19 მაისს ჩამოვარდნილი ეგვიპტური ავიალაინერის შავი ყუთიდან ისმოდეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

 

„ფრანგულმა ხომალდმა La Place-მა სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ზღვის ფსკერიდან სიგნალი მიიღო, რომელსაც, შესაძლოა, ერთ-ერთი „შავი ყუთი“ უშვებს“, – განუცხადეს BBC -ს ეგვიპტელმა გამომძიებლებმა.

 

 

EgyptAir-ის თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა, 19 მაისს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. მის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ადამიანის სხეულის ფრაგმენტების ანალიზის საფუძველზე კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა. ავიალაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 


"ეგვიპტის ავიახაზების" ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 30 ეგვიპტელი, საფრანგეთის 15 მოქალაქე, ერთი ბრიტანელი, ორი ერაყელი, ასავე კანადის, ბელგიის, ქუვეითის, საუდის არაბეთის, სუდანის, ჩადის და პორტუგალიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

 


პარიზიდან ქაიროში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე სულ 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი, მათგან 3 ბავშვი და ეკიპაჟის 10 წევრი.

 

მომხდარი ფაქტიდან მალევე საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "ეგვიპტის ავიახაზების" თვითმფრინავმა, რომელიც პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა, ორი მკვეთრი შემობრუნება გააკეთა, სანამ ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდებოდა.

 


BBC-ს ცნობით, პანოს კამენოსმა განაცხადა, რომ "ეარბას A320 -ი "90 გრადუსით შემობრუნდა მარცხნივ და 360 გრადუსით მარჯვნივ". იგი 6 700 მეტრზე მაღლა იმყოფებოდა, სანამ რადარებიდან გაქრებოდა, დაამატა მან.

 


ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობა "უფრო მაღალია", ვიდრე ტექნიკური წარუმატებლობა.

 


გასული წლის ოქტომბერში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რუსეთში შარმ ელ-შეიხიდან მიფრინავდა, სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 224 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოგვიანებით, მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების შედეგად ჩამოვარდა.

 


მაშინ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი მათ დაბომბეს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი