ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, დეპუტატის შემოსავალი 3790 ლარს შეადგენს შეადგენს.
IDFI - ის ინფორმაციით, გუშინ საქართველოს პარლამენტში გაკეთდა განცხადება პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, სადაც მათ შორის აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს და ერთ - ერთი ყველაზე დაბალია საჯარო სექტორში.
„ამავე დროს არ იქნა განმარტებული, რომ დეპუტატები ხელფასთან ერთად იღებენ კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, რის ხარჯზეც დეპუტატის რეალური შემოსავალი შეადგენს 3790 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარის 4635 ლარს, პარლამენტის თავმჯდომარის 5905 ლარს“ - ნათქვამია IDFI - ის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.