ირაკლი შოთაძე: უკანასკნელი წლების განმავლობაში, განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
01-06-2016, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა და დაიკლო პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა როგორც არასრულწლოვნებში, ისე სრულწლოვნებში.

 

 

როგორც საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას შოთაძემ აღნიშნა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პროკურორები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ განრიდების მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ასეულობით არასრულწლოვანს ნასამართლობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა.

 

 

”პროგრამის ამოქმედების პირველ, 2010 წელს, განრიდებული იქნა 2 არასრულწლოვანი, 2011 წელს - 81, 2012 წელს - 125, 2013 წელს - 331, 2014 წელს - 203, ხოლო 2015 წელს - 296 არასრულწლოვანი. 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობის კლება განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის თანახმად, არასრულწლოვნის მიერ ცივი იარაღის ტარება პირველ და მეორე ეტაპზე აღარ წარმოადგენს დანაშაულს. 2013 წელს განრიდებული 331 პირიდან, 122 მათგანის მიერ ჩადენილი იყო სწორედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო დარჩენილი 209 პირის მიერ ჩადენილი იყო სხვა დანაშაული (ძირითადად ქურდობა). განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობის მატებასთან ერთად შევამცირეთ არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები. პროგრამის წარმატებულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი ამოქმედებიდან დღემდე განრიდებული არასრულწლოვნების მხოლოდ 8%-მა ჩაიდინა ახალი დანაშაული”, - განაცხადა შოთაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი