დღეს ქალაქ ხონში ქვეითთა გადასასვლელი ბავშვებმა საჯარო მოხელეებთან, მოხალისეებთან, რიგით ხონელებთან ერთად მოხატეს. ამის შესახებ guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს–სამსახურიდან აცნობეს.
"უსაფრთხო გზა" - საგანმანათლებლო–შემეცნებითი ღონისძიება ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა და გარდა ქალაქის იერსახის გალამაზებისა, მიზნად ისახავდა ბავშვებისათვის ქვეითად მოსიარულეთა უფლებების გაცნობას.
ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.