ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
01-06-2016, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. გამგეობის, სასპორტო სკოლისა და ბაღების გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო სხვადასხვა აქტივობები. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. სასპორტო სკოლაში საბავშვო ბაღებს შორის სპორტული შეჯიბრი „მხიარული თამაშები“ ჩატარდა, ასევე სპეციალურად პატარებისთვის, ბათუმის ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის წარმოდგენა ,,სამი გოჭი“ გაიმართა. ბავშვებმა ზღვის სანაპირო მოხატეს.

 


დღის ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. პატარები მაყურებელთა წინაშე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ქობულეთელი ბიზნესმენი ჯუმბერ გოგიტიძე ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი