მდინარე მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეჩერებისთვის არავითარი ბერკეტები არ გაგვაჩნია , - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. იგი დარწმუნებულია, რომ თურქულ მხარესთან შეთანხმებას მივაღწევთ და ერთობლივ პროექტებსაც განვახორციელებთ, რომელიც მდინარე მტკვარზე პრობლემას არ გამოიწვევს.
აღნიშნული კომენტარი კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას გააკეთა, რომელიც მდინარე მტკვარზე, თურქეთის მხარეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას უკავშირდება.
კახი კალაძის განმარტებით, პროცესი 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა ქართულ მხარის პროექტის შეჩერებისთვის არავითარი ბერკეტები არ გააჩნია.
,,მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან უკვე მიმდინარეობს. თუ ეს მოხდა ჩვენ არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ შევაჩეროთ მსგავსი პროცესი. მომავალ კვირაში ჩემი მოადგილე თურქეთში მიემგზავრება ამ პროექტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ და განვახორციელებთ ერთობლივ პროექტებსაც, რომელიც მდინარე მტკვარზე პრობლემას არ გამოიწვევს. მე იმედი მაქვს, პრობლემა დადებითად მოგვარდება", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ცოტა ხნის წინ "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ თურქეთი მდინარე მტკვრის სათავეზე "ბეშიქ ჰაიას" წყალსაცავების კასკადების მშენებლობას გეგმავს. გაჩეჩილაძის განცხადებით, თუ ეს პროექტი განხორციელდა, შესაძლოა, საქართველოში მტკვრის მხოლოდ მცირე ნაწილი შემოვიდეს, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის და ახალციხის რაიონში დაახლოებით 60%-ით შემცირდება მტკვარში წყლის რაოდენობა, ბორჯომში- 40%-ით, თბილისში - 16%-დან 20%-მდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.