შს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს
02-06-2016, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, ასევე ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შს მინისტრები და სხვა ქვეყნის ოფიციალური პირები ესწრებიან.

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახსნის. მინისტრი გამორჩეულ თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელ წოდებასაც მიანიჭებს. ასევე გადასცემს სამკერდე ნიშნებსა და მადლობის სიგელებს.

 

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფი პირად შემადგენლობას, ტექნიკას და აღჭურვილობას წარმოადგენს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ვაჟთა გუნდი „მართვე“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარსდგებიან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი